ბევრი საკითხი გვექნება განსახილველი - ,,ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში ლიდერის გამოსვლას ელოდებიან

10.05.21 15:35
ბევრი საკითხი გვექნება განსახილველი - ,,ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში ლიდერის გამოსვლას ელოდებიან

საპარლამენტო მუშაობა, თუ ბოიკოტი და თბილისის მერობის კანდიდატი - ეს ის ძირითადი საკითხები იქნება, რომელსაც ციხიდან გამოსვლისთანავე ნიკა მელია თანაგუნდელებთან ერთად განიხილავს. სამზადისია ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ტვ პირველის ინფორმაციით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მელია პირველი სწორედ პარტიის ცენტრალურ ოფისში მივა. კონსულტაციებს ჯერ თანაგუნდელებთან გამართავს , შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებთან.  

ველოდებით თანამებრძოლის, მეგობრის გამოსვლას, ბევრი საკითხი გვექნება განსახილველი, საპარლამენტო მუშაობა, შესვლა-არშესვლის თემები. თუ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რა ეტაპზე უნდა მოხდეს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა. ჩემი პირადი პოზიციაა, ეს პლატფორმაც უნდა გამოვიყენოთ, რომ ივანიშვილი დავამარცხოთ. შეიძლება, ოპოზიციაში არის რაღაც გარკვეული ხახუნი, დაპირისპირებას ნუ დავარქმევთ, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რაღაცნაირად შემოიტანონ განხეთქილება, რომ არ მოხერხდეს ერთიანი ფრონტის შეკვრა. მათ დაინახეს გასული შემოდგომის  არჩევნებზე, რომ ოპოზიციის ერთიანობით უმცირესობას იღებს ,,ოცნება".

ნიკა მელია გამოსვლა ამითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, ის ბუნებითაც არის მიზიდულობის ცენტრი. - აცხადებს ,,ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი

ნიკა  მელიას სასამართლო პროცესი 16 საათზე გაიმართება.