"ცალ ფეხზე სიარულით და მონობით ევროპაში ვერასდროს შევალთ" - კალაძე ოპოზიციას არიგებს

08.03.23 16:24
"ცალ ფეხზე სიარულით და მონობით ევროპაში ვერასდროს შევალთ" - კალაძე ოპოზიციას არიგებს

კახა კალაძე ოპოზიციას ევროპულ ღირებულებებს "უხსნის" და ამბობს, რომ "ევროპაში ცალ ფეხზე და მონობით ვერასდროს შევლენ". დედაქალაქის მერის თქმით, ქართველი ხალხი მონობას არასდროს შეეგუება და ამის პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს.

ამასთან, კალაძეს არც "ქართული ოცნების" "დამსახურებებზე საუბარი ავიწყდება. 

თუ ჩვენი ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, ეს, მეგობრებო, თქვენი ნებაა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ცალ ფეხზე სიარულით და მონობით ევროპაში ვერასდროს შევალთ. ისიც ნუ დაგავიწდებათ, რომ მონობა არც ქართველების ხასიათში ზის და შესაბამისად, ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეთ. შეგახსენებთ, რომ ევროპულ გზაზე ყველაზე ხელშესახები შედეგები სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ჰქონდა,  - ამბობს კალაძე.