ყველაზე მეტი რუსული საქმე საქართველოში სწორედ სააკაშვილმა აკეთა - კალაძე

08.03.23 16:31
ყველაზე მეტი რუსული საქმე საქართველოში სწორედ სააკაშვილმა აკეთა - კალაძე

კახა კალაძე ამბობს, რომ ყველაზე მეტი რუსული საქმე საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აკეთა. დედაქალაქის მერის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებების შემდეგ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნა ხელისუფლებისთვის არ უნდა ეკადრებინათ. 

ყველაზე მეტი რუსული საქმე საქართველოში სწორედ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ აკეთეს, როდესაც რუსეთს ქვეყნის ტერიტორიების 20% ჩააბარეს და შემდეგ მოღალატეობრივი რეზოლუციით ომის დაწყება თავის თავზე აიღეს. ეს დანაშაულიც საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ სააკაშვილის გათვაისუფლების მოთხოვნა ჩვენთვის არავის გაებადა და ეკადრებინა. აღარ ვლაპარაკობ, ბიზნესრეკეტზე, ადმაიანის წამებაზე და სხვა უმძიმეს დანაშაულებებზე, - თქვა კალაძემ.