17:00 ზე ვიკრიბებით დიღმის იზოლატორთან - "გირჩი- მეტი თავისუფლება"
გირჩი-მეტი თავისუფლების განცხადებით 17:00 ზე დიღმის იზოლატორთან იკრიბებიან.
პარტიის მთავარი მოთხოვნა მათი ლიდერის ზურა ჯაფარიძისა და პარტიის წევრის, ნიკა მოსიაშვილის საავადმყოფოში გადაყვანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი გასულ ღამეს, დაკავების შემდეგ სცემეს.
ამ წუთებში კი მათ მოსანახულებლად იზოლატორში სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე იმყოფებიან.