"მკაცრად ვეწინააღმდეგებით რუსულ კანონს" - შვედეთის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების მიმართვა
შვედეთის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან და საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.
ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ევროინტეგრაციას უშლის ხელს.
უცხოეთში მყოფი ახალგაზრდები ასევე ხაზს უსვამენ, რომ განათლების მიღებაც სწორედ ევროპული დაფინანსების საფუძველზე მიეცათ.
შვედეთის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს.
დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების აშენება ქართველი ხალხის ურყევი ნებაა. ევროპული ინტეგრაცია კი ამ მიზნის მიღწევის მთავარი გარანტი.
დღეს, როდესაც შესაძლებლობა გვაქვს, გადავდგათ ისტორიული წაბიჯი ევროპულ ოჯახთან დაახლოების გზაზე, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. საყურადღებოა, რომ ღირებულებითი შეუთავსებლობა ხაზგასმით აღინიშნა როგორც ევროკავშირისა და გაეროს, ისე არაერთი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდანაც.
ეს კანონი პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მედიისა და სამოქალაქო სექტორის თავისუფლებას, მათი თავისუფლება კი დემოკრატიული სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს.
ჩვენ, შვედეთის უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, სწორედ ევროპული დაფინანსების საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა, მიგვეღო განათლება, რომელიც დაგვეხმარება საქართველოში არსებული გამოწვევების გადაჭრასა და დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესში წვლილის შეტანაში. ასეთი კანონი საფრთხეს შეუქმნის ახალგაზრდების მომავალს და ბარიერებს შექმნის მათ მიერ წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღებაში.
შესაბამისად, მკაცრად ვეწინააღმდეგებით აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მხარი არ დაუჭირონ მას, - წერენ სტუდენტები.
ხელმომწერები
1. თეკლე მაყაშვილი - ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, უფსალას უნივერსიტეტი (2022 - 2024 წლები);
2. გვანცა დანელია - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი (2022 - 2024 წლები);
3. მარიამ ქასრაშვილი - ჯანდაცვის ეკონომიკის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, კაროლინსკას ინსტიტუტი (2022-2024 წლები);
4. თედო სანიკიძე - მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი (2022-2023 წლები);
5. გიორგი ორმოცაძე - მონაცემთა ანალიტიკის პროგრამა სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი, ლუნდის უნივერსიტეტი (2022-2024 წლები);
6. ნიკა ბახსოლიანი - სალგრენსკას აკადემია, ჯანდაცვის თანასწორობის სამაგისტრო პროგრამა, გეტერბორგის უნივერსიტეტი (2022-2024 წლები);
7. Რევაზ ჩარკვიანი - “ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა” სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი, გეტებორგის უნივერსიტეტი (2022-2024 წლები);
8. თამარ იაკობიძე - საერთაშორისო განვითარების და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი, (2022-2024 წლები);
9. მართა თოდუა - საერთაშორისო განვითარების და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი (2022-2024 წლები);
10. Ნანა ყაჭაშვილი - იანშოპინგის უნივერსიტეტი, გლობალური კვლევების სამაგისტრო პროგრამა (2022-2024 წლები);
11. მიხეილ ქორქაშვილი - ლუნდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო განვითარების და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2022-2024 წლები);
12. Მარიამ მდივანი - ლუნდის უნივერსიტეტი, Human Rights Studies, სამაგისტრო პროგრამა (2022-2024 წლები);
13. გიორგი ჯანჯალაშვილი - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი (2021-2023 წლები);
14. თეონა გელაშვილი - საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალი, ლუნდის უნივერსიტეტი (2016-2018 წლები);
15. ნიკა გვაზავა - PhD სტუდენტი, ღეროვანი უჯრედების ცენტრი, მედიცინის ფაკულტეტი, ლუნდის უნივერსიტეტი ;
16. სოფო შუბითიძე - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ლუნდის უნივერსიტეტი (2022-2024 წლები);
17. თამაზ სოზაშვილი - ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამა, გეტებორგის უნივერსიტეტი (2021-2023 წლები);
18. ანა მაღლაფერიძე - ევროპული და საერთაშორისო სავაჭრო და საგადასახადო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი (2022-2023 წლები);
19. Ნინო ვადაჭკორია - Global Studies პროგრამა, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ლუნდის უნივერსიტეტი (2016-2018 წლები);
20. ანა მოსიაშვილი - ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი, ლუნდის უნივერსიტეტი;
21. ნათია ქალდანი - SAYP პროგრამა ლინშოპინის უნივერსიტეტი, (2019 წელი;
22. სალომე კობალავა - მედიისა და კომუნიკაციების მეცნიერებები, ლუნდის უნივერსიტეტი (2015-2017 წლები);
23. Მარიამ ჩაჩუა - SAIP პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი, (2015 წელი);
24. ქეთევან ეფაძე - SAYP პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი, (2017 წელი);
25. ანა ხუჭუა - VISBY, სტოქჰოლმის უნივერისტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2015-2017 წლები);
26. ლაშა ქავთარაძე - უფსალას უნივერსიტეტი, ციფრული მედია და საზოგადოება, (2016-2018 წლები);
27. გიორგი ჯამბურია - Visby პროგრამა, KTH ტექნოლოგიების სამეფო უნივერსიტეტი, მეწარმეობისა და ინოვაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2012-2013 წლები);
28. თეონა იობაშვილი - ბიოქიმიის სამაგისტრო პროგრამა, უფსალას უნივერსიტეტი (2022 - 2024 წლები);
29. გვანცა გათენაძე - ეთნიკურობის და მიგრაციის კვლევები, ლინშოპინგის უნივერსიტეტი. (2021-2023 წლები);
30. ლაშა ლურსმანაშვილი - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი (2019-2021 წლები);
31. მაია კომახიძე - საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი (2016-2018 წლები);
32. დავით დოფიძე - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, ლუნდის უნივერსიტეტი (2015-2017 წლები);
33. თენგიზ სამხარაძე - ჯანდაცვის ეკონომიკის, პოლიტიკის და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, სამეფო სამედიცინო ინსტიტუტი (KI) (2019-2021 წლები);
34. ნიკა არევაძე - საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალი ლუნდის უნივერსიტეტი(2018-2020 წლები);
35. ენდი ჭელიძე - გამოყენებითი სოციალური კვლევების სამაგისტრო პროგრამა, სტოქჰოლმის უნივერსიტეტი (2022-2024 წლები);
36. სალომე ბერძენიშვილი - კულტურული ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, უფსალას უნივერსიტეტი(2022-2024 წლები);
37. Რატი ჭეიშვილი - SAYP პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი, (2017 წელი);
38.
Kirvala, [3/8/2023 4:59 PM]
ქეთევან მოსაშვილი - Visby Program, უფსალასას უნივერსიტეტი (2015-2016 წლები);
39. გიორგი მელაშვილი - SAYP პროგრამა, მალმოს უნივერსიტეტი, 2017 წელი;
40. შალვა ჩხეიძე - SAYP პროგრამა, მალმოს უნივერსიტეტი, (2022 წელი);
41. თამარ ხუჭუა - VISBY, ევროპული ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი, (2014-2016 წლები);
42. ლევან მაისურაძე - ევროპის ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი, (2015-2017);
43. Სალომე დოლიძე - SAYP პროგრამა, მალმოს უნივერსიტეტი, 2018 წელი;
44. გიორგი სულხანიშვილი - საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალი, ლუნდის უნივერსიტეტი (2021-2023);
45. გიგა ჩიტიშვილი - მეწარმეობა, მდგრადი განვითარება და სოციალური ცვლილებები , ლინეოს უნივერსიტეტი (2020-2022);
46. თამარ გახოკიძე - SAYP, ლინშოპინგის უნივერსიტეტი, 2018 წელი;
47. ლელა იოსავა - SI Visby Scholarship for Doctoral studies.ლუნდის უნივერსიტეტი, (2017-2018);
48. ანნა პავლიაშვილი - უძრავი ქონებისა და სამშენებლო მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი (2022-2024);
49. გიორგი ფარულავა - ევროპის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი, (2015-2017);
50. ირაკლი ამბოკაძე - სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (2022-2024);
51. გვანცა ლომაია - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი - (2019-2021 წლები); SAYP პროგრამა - (2022 წელი);
52. სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის და შრომის უფლებების სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი, Visby, (2013-2015);
53. დავით ლომთაძე - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი, (2021-2023 წლები);
54. Თიკა ნადარეიშვილი- SAYP პროგრამა, მალმოს უნივერსიტეტი, 2016 წელი.
55. Თინა ცხოვრებაძე - Erasmus Mundus, PhD in the Caucasus Studies, მალმოს უნივერსიტეტი (2015-2016 წლები);
56. Მარიამ ლონდარიძე - Economic Growth, Innovation and Spatial Dynamics სამაგისტრო პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი, 2016 - 2018
57. Დარეჯან წურწუმია - სტრატეგიული კომუნიკაცია, სამაგისტრო პროგრამა 2021-2023; ლუნდის უნივერსიტეტი
58. ირმა კილასონია- SAYP პროგრამა, მალმოს უნივერსიტეტი (2018 წელი), სოდერთორნის უნივერსიტეტი (2020 წელი);
59. Ეკატერინე გოგობერიშვილი - საერთაშორისო და შედარებითი განათლების პროგრამა, სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, (2020-2022 წლები).
60. ჯუბო ბერიძიშვილი - Visby პროგრამა, გლობალური პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, მალმოს უნივერსიტეტი, 2019-20 წლები
61. თეა მხეიძე - Visby პროგრამა, ლუნდის უნივერსიტეტი, მეწარმეობისა და ინოვაციების სამაგისტრო პროგრამა (2017-2018 წლები)
62. მარიამ ბიწაძე - VISBY სასტიპენდიო პროგრამა 2020-2022 წლები. მაგისტრი, მალმოს უნივერსიტეტი.