არა რუსულ კანონს - დედაქალაქის მთავარი გამზირი დღესაც გადაიკეტა
არა რუსულ კანონს - დედაქალაქის მთავარი გამზირი დღესაც გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან.
ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები ფრიალებს. აქციის მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს.