ახალგაზრდების პროტესტი - სტუდენტებმა ირაკლი კობახიძის წიგნები გაანადგურეს
სტუდენტების პროტესტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც. მეორე კორპუსთან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძის წიგნები გაანადგურეს.
დახეული ფურცლები კი უნივერსიტეტის შესასვლელთან დაყარეს. წიგნს "რესპუბლიკა" ერქვა.
სტუდენტებმა ამ ფორმით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პრორუსული პოლიტიკა გააპროტესტეს.
სტუდენტების თქმით, იმ რექტორებმა, რომლებმაც რუსულ კანონს ხელი მოაწერეს, სტუდენტებს ლექცია არ უnდა წაიკითხონ.
ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ახალგაზრდები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს და ძირს უთხრის საქართველოს სწრაფვას ევროპული მომავლისკენ.
სტუდენტები და კურსდამთავრებულები განსაკუთრებით მწუხარებას იმის გამო გამოხატავენ, რომ კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის მათი ყოფილი და მოქმედი ლექტორები - კობახიძე, კახიანი და ოხანაშვილიც იყვნენ.