პროტესტი არ შეწყდება, "ოცნება" აუცილებლად დაისჯება - ეკა ბესელია
"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული ეკა ბესელია, რომელიც ამ წუთებში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ პროტესტი არ შეწყდება.
ბესელიას თქმით, საკუთარი მოქალაქეებისადმი ამგვარი დამოკიდებულება მმართველ ძალას არ შერჩება.
ეს არის დედების, ქალების აქცია ევროპული საქართველოსთვის და უკეთესი მომავლისთვის. ახლა რაც ხდება, ეს არის ყველაზე მნიშვნეოვანი ეროვნული ძალიან მგრძნობიარე თემის ხელშეხება, გაღვიძება და არ არსებობს ძალა, რომელიც შეაჩერებს ამ წინააღმდეგბას, იმიტომ, რომ ქუცაში გამოიყვანეს ახალგაზრდობა, სტუდენტები, ჩვენი შვილები, რომლებმაც იგრძნეს, რომ ეს რუსული კანონი, ეს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება როგორ ხერგავს საქართველოს ევროპულ მომავალს. ამის უფლება არავის მივცემთ. რადგან მათ ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, ასე შეიძლება ელაპარაკო ადამიანებს, აუცილებლად დაისჯებიან. ეს პროტესტი არ დაიშლება, დრეს ნახეთ საღამოს რამდენნი ვიქნებით, - ამბობს ბესელია.