ყველაზე მეტი დაზიანება ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება, დააკავეს ისეთებიც, ვინც აქციაში არ მონაწილეობდა - ომბუდსმენი
სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს და რამდენიმე დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.
ლევან იოსელიანმა 7 მარტის ღამეს დაკავებულები ცოტა ხნის წინ მოინახულა.
სახალხო დამცველის თქმით, ირკვევა ისიც, რომ დაკავებულებს შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც აქციაზე არ იმყოფებოდნენ და იმ ტერიტორიაში 7 მარტის ღამეს შემთხვევით მოხვდნენ.
ამ იზალოტარში არის 25 დაკავებული. ყველასთან მქონდა პირადად საუბარი. რამდენიმე მათგანს აღენიშნება გარეგნული დაზიანება, მათ შორის ზურა ჯაფარიძესაც. ზურა ჯაფარიძემ პირადად მომიყვა მისი დაკავების დეტალები. მას ყველაზე მეტად აღენიშნება დაზიანებები. მითხრა ასევე რომ ხელკეტები ურტყა სამართალდამცველმა, რომელმაც კონკრეტულად დააკავა ის. ამის შესახებ გაიგზავნა ინფორმაცია და დაიწყო გამოძიება.დაკავებულებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ. ერთმა საერთოდ გამვლელი ვიყავი, მტაცეს ხელი და ჩამაგდეს მანქანაშიო."- ამბობს სახალხო დამცველი.