მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა -NGO-ები

08.03.23 17:29
მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა -NGO-ები

2023 წლის 7-8 მარტს, არსებითად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.  მათ შორის,  ადგილი ჰქონდა მასობრივ დაკავებას - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები;
  •  დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და  დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს.
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
  • უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიება.
  •  თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

განცხადება სრულად ნახეთ აქ 

ფოტო: Reuter