კანონის ამერიკული ვერსია არ არსებობდა, ეს იყო "ოცნების" მორიგი ტყუილი - მინაშვილი

08.03.23 17:44
კანონის ამერიკული ვერსია არ არსებობდა, ეს იყო "ოცნების" მორიგი ტყუილი - მინაშვილი

ენმ-ს წევრი აკო მინაშვილი ამბობს, რომ არავიტარი ამერიკული კანონი იმთავითვე არ არსებობდა და ეს "ქართული ოცნების" მორიგი ტყუილი იყო.

ოპოზიციის წევრის თქმით, კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნაც მხოლოდ ფორმალობაა.

არავითარი ამერიკული ვერსია კანონის არ არსებობდა. ეს იყო ტყუილი "ქართული ოცნების" როგორც ყველაფერი ტყუილია, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს. ეს ტყუილი ადასტურებს ერთ რამეს, გუშინ რაც გააკეთეს, როდესაც ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ხუთშაბათს იქნება სესიაო და უცბად გუშინ ჩანიშნეს. იმიტომ, რომ ეშინიათ, თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ არაფერზე არ დგანან, მხარდაჭერა არ აქვთ. ვენეციაში გაგზავნა ფორმალობაა. ყველა დარწმუნდა ამაში, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, - ამბობს მინაშვილი. 

პარლამენტი "ხალხის ძალის" "ამერიკული კანონის" ვერსიას აღარ განიხილავს. ამის შესახებ ცნობილი გახდა წერილიდან, რომელიც შალვა პაუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მისწერა. პარლამენტის თავმჯდომარე ახლა კომისიას რუსულ კანონზე სამართლებრივ დასკვნას სთხოვს.