"საბაბი მინდა, რომ დედები მოვუ***ა და საკაცეებით გამოვუშვა ჩემი სახლიდან" - "ოცნების" დეპუტატი აქციის მონაწილეებზე
"ოცნების" მაგინებელი დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე საჯაროდ იმუქრება და მოქალაქეებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ შეურაცხყოფას მიაყენებენ, მათ სახლებზე წარწერებს გააკეთებენ, და დაემუქრებიან, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისს მიმართონ.
სამხარაძე აცხადებს, რომ ელოდება, როდის ესტუმრებიან სახლში, "საფრთხეს შეუქმნიან ოჯახის წევრებს", რათა "საბაბი" ჰქონდეს, რომ "საკაცეებით" გაუშვას სახლიდან.
„მეგობრებო, თუ ვინმეს შეურაცხყოფას მოგაყენებენ, თქვენს სახლებზე წარწერებს გააკეთებენ, დაგემუქრებიან თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს, შეგაგინებენ ან ღირსების შემლახავ კომენტარებს დაგიწერენ სოცქსელებში, გთხოვთ მოგვმართოთ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისს! გარანტიას გაძლევთ პირადად, ზუსტად იგივე მეთოდით და იგივე ხელწერით ოღონდ უფრო მასშტაბურად და ხარისხიანად დავუბრუნებთ პასუხს! შესანიშნავად გამომდის ამათი თრევა, გამწარება!!! მაგალითად, დიდი სიამოვნებით ველოდები როდის მესტუმრებიან ჩემს სახლში და საფრთხეს შეუქმნიან ჩემს ოჯახის წევრებს, საბაბი რომ მქონდეს და ყველა ჩემს ხელთ არსებული ხელსაწყოთი ან შესაძლებლობებით დავიცვა ჩემი ოჯახი, ამათ დედები მოვუ&₽ნა და საკაცეებით გამოვუშვა ჩემი საცხოვრებელი სახლიდან!!!“ — წერს დიმიტრი სამხარაძე