არა რუსულ კანონს - აქცია ბარსელონაში

08.03.23 17:53
არა რუსულ კანონს - აქცია ბარსელონაში

რუსულ კანონს ქართველი ემიგრანტები ბარსელონაშიც აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. 

ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ მოქალაქეების საპროტესტო აქცია მას შემდეგ იმართება, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, რუსული კანონპროექტი მიიღო. 

მოქალაქეები დედაქალაქის მტავარ გამზირზე გამოვიდნენ, ფართომასშტაბიანი აქცია სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.