"ოცნება" ფსიქიატრიულში დაამთავრებს - გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე "ქართულ ოცნებას" ფსიქიატრიულში დამთავრებას უწინასწარმეტყველებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ "ოცნება" დეფაქტო ხელისუფლებაა, თუმცა ამის აღიარება არ უნდათ.
მე მიმაჩნია, რომ გუშინ ყველაფერი გაირკვა და დამთავრდა. თუ ხელისუფლება სხვანაირად აღიქვამს, ეს მათი პრობლემაა, იმიტომ, რომ ე.ი. ისინი გავიდნენ რეალობის აღქმიდან. მე ვურჩევდი მათ, რომ გუმბარიძის გამოცდილებით ისაუბრონ, იმიტომ, რომ ყველაზე ადეკვატური ეს არის, მიიღონ ახალი მოცემულობა, რომ ისინი არიან დეფაქტო ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას და ხალხს არ სჭირდება, მომავალი ამ ხელისუფლებას არ აქვს, საქართველოს მომავალი აქვს, ამიტომ მომავალში საქართველოს ხელისუფლება ისინი ვეღარ იქნებიან. თუ ვერ აღიარებენ, ფსიქიატრიულში დაამთავრებენ, - თქვა ფოფხაძემ.