კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს - უკრაინის საგარეო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვიტარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ზედმმიწევნით უნდა უზრუნველყოს.
ამასთან ომში მყოფი ქვეყნის საგარეო უწყება საქართელოს ქართველ ხალს სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ ვითარებას. როგორც სახელმწიფომ, რომელიც ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განზრახვა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონზე ვეტოს დადების შესახებ, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს მათ სურვილში, გააგრძელონ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობა, - ნათქვამია განცახდებაში.