რუსული კანონპროექტი უკანასკნელი წვეთი იყო - კახა კინწურაშვილმა "იმედი" დატოვა
მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია იმედი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაჩეკერი ავრცელებს .
კახა კინწურაშვილი ამბობს, რომ ის რეალურად ტელეკომპანიიდან ერთი კვირის წინ წამოვიდა, რადგან მისთვის ბოლო წვეთი რუსული კანონი აღმოჩნდა.
"სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ხდება ასეც. მე იმედიდან რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით.
მე ვერ ვისაუბრებ სხვებზე, თუმცა, იმედში არიან ადამიანები, ჩემი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც მთელი ეს წლებია, ჩემს გვერდით ისხდნენ. მათ დიდ პატივს ვცემ, ვიცი მათი განწყობების შესახებ. მათ საკუთარი ბრძოლის მექანიზმები აქვთ და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე იტყვიან სათქმელს", - განაცხადა მან.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.