თავი მოგვჭრეს, შეგვარცხვინეს, მსოფლიოს უთხრეს, რომ რუსული ყაიდის სახელმწიფო ვართ - ლომჯარია "ოცნებაზე"
თავი მოგვჭრეს, შეგვარცხვინეს - ასე აფასებს ყოფილი სახალხო დამცველი 76 დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომლებმაც რუსულ კანონს ხელი მოაწერეს.
ნინო ლომჯარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კონსტიტიციის 78-ე მუხლი წაიკითხა და თქვა, რომ "76-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა უარს ევროინტეგრაციაზე"
ეს იყო მხარდაჭერა რუსეთის სასარგებლოდ. ეს იყო არა ევროკავშირს და კი - რუსული ტიპის მმართველობას.
ევროპა ვართ ჩვენ, აქ არის ევროპა. გუშინ პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო. თავი მოგვჭრეს, შეგვარცხვინეს, მსოფლიოს უთხრა, რომ რუსული ყაიდის სახელმწიფო ვართ. რამდენი ხანიც დაგვჭირდება ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და კონსტიტუციის დასაცავად, იმდენი ხანი უნდა ვიდგეთ აქ მშვიდობიანად, პრინციპულად და თანმიმდევრულად. ამის ეშინია ხელისუფლებას. ეშინიათ სამოქალაქო პროტესტი და ამიტომ იღებენ ამ "რუსულ კანონს". როცა ეშინიათ, მაშინ იღებენ ასეთ კანონს", - თქვა ყოფილმა სახალხო დამცველმა.