პირობა შევასრულეთ, მელიას პატიმრობა ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა - პროკურორი

10.05.21 16:06
პირობა შევასრულეთ, მელიას პატიმრობა ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა - პროკურორი

საქართველოს პროკურატურამ შეასრულა პირობა, ჯერ კიდევ 25 თებერავალს საჯაროდ შევთავაზეთ დაცვის მხარეს გირაო გადაეხადა - ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა, განაცხადა. გულუაშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე მელიას გირაოს თანხა აისახა, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

საქართველოს პროკურატურამ შეასრულა პირობა, ჯერ კიდევ 25 თებერავალს საჯაროდ შევთავაზეთ დაცვის მხარეს, რომ თუ მათი მხრიდან მოხდებოდა გირაოს პირობების შესრულება, ბრალდების მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას, მიემართა სასამართლოსთვის ნიკა მელიასთავის აღკვეთის ღონისძიება უფრო მსუბუქი ფორმით, გირაოთი, შეცვლილიყო. 

8 მაისს ,,საია"-ს საშუალებით ნიკა მელიას სასარგებლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გუშინ 40 ათასი ლარის ოდენობის განთავსება მოხდა და მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით, ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლა გირაოთი, კერძოდ, გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით ფიგურირებს ჩვენს შუამდგომლობაში.

მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არ ყოფილა. ის გარემოება, რომ იმყოფება პატიმრობაში, იმით იყო განპირობებული, რომ მის მიმართ არსებობდა გარკვეული რისკები. ამ რისკების აღმიოსაფხვრელად აუცილებელი იყო პატიმრობის ღონისძიების გამოყენება - განაცხადა პროკურორმა.

ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები