რამდენიმე წუთში დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა - გიორგი კონდახიშვილი

10.05.21 16:00
რამდენიმე წუთში დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა - გიორგი კონდახიშვილი

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების მოლოდინში - საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას ადვოკატები მივიდნენ. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის, განცხადებით, "რამდენიმე წუთში დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა". 

მოლოდინი გვაქვს იმის, რომ რამდენიმე წუთში დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. მისმა შეუპოვარმა ბრძოლამ, პრინციპულობამ და ჩვენმა მეგობრებმა ევროკავშირის, აშშ-ის ძალისხმევით, ხელისუფლება გახადა იძულებული, რომ წერტილი დაუსვას ამ სიგიჟეს, რომელიც დაკავშირებული იყო ოპოზიციის ლიდერის პოლიტიკურ ტყვეობასთან.

უბრალოდ, რაც სასამართლოში ხდება, ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილების გაფორმება, ანუ როგორც მოხდა თავის დროზე პოლიტიკური აქტით მელიას დატყვება, რამდენიმე წუთში სწორედ ასე პოლიტიკური გადაწყვეტილებით იგი გათვისუფლდება", - განაცხადა კონდახიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები