გადაწყვეტილება მიღებულია - სასამართლომ ნიკა მელია გაათავისუფლა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლომ გაათავისუფლა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ჩახნაშვილმა ოპოზიციის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს პროკურატურამ გუშინ მიმართა.
ევროკავშირის ფონდმა ნიკა მელიას გირაო, 40 ათასი ლარი, 8 მარტს გადაიხადა.