ძალინ მიხარია, რომ ნიკა დღეს თავაწეული, ღირსეულად გამოდის - ანზორ მელია

10.05.21 16:32
ძალინ მიხარია, რომ ნიკა დღეს თავაწეული, ღირსეულად  გამოდის - ანზორ მელია

ძალინ მიხარია, რომ ნიკა დღეს თავაწეული, ღირსეულად  გამოდის - განაცხადა ნიკა მელიას მამამ. ანზორ მელია ამ წუთებში რუსთავის მე 12-ე დაწესებულებასთან შვილის გათავისუფლებას ელოდება.

მინდა, ,,ოცნებას" განვუცხადო, ნიკა ვაჟკაცობისა და კაცობის გაკვეთილებს ჩაგიტარებთ კიდევ ერთხელ. ვინაიდან ,,ოცნება ვერ ხვდება, ნიკა როგორი ვაჟკაცია, თავდადებულია, როგორ უყვარს საქართველო, არ იყიდება არც სავარძელზე, არც ფულზე. ის მხოლოდ იმაზეა მოწოდებული, რომ ქართველი ხალხი სიღარიბიდან გამოვიდეს. მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება.

მეცინება, ქოცებს რა უნდათ პარლამენტში, სად გამოიჩეკნენ, რომელ ინკუბატორში.  პენსიაზე რომ გავალ, დავჯდები და მათ შთამომავლობას ამოვწევ მაღლა, რომ ვნახო, საიდან მოდიან ეს არაკაცები. თუ სურვილი ექნება ,,ოცნების" დეპუტატებს, ჩემს მესენჯერში არსებულ მინაწერებს წავაკითხებ, თუ როგორ მიხდიან მადლობას ასეთი შვილის გაზრდის გამო - აცხადებს ტვ პირველთან ანზორ მელია.

ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი რამდენიმე წუთში გაირკვევა.