ნიკა მელია დაუყონებლივ გათავისუფლდება - დიტო საძაგლიშვილი

10.05.21 16:47
ნიკა მელია დაუყონებლივ გათავისუფლდება  - დიტო საძაგლიშვილი

ნახევარ საათიანი ბიუროკრატიული პროცესი დარჩა - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა. მისი ინფორმაციით, სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებას პენიტენციურ დაწესებულებას გადაუგზავნის და ამის შემდეგ ნიკა მელია გათავისუფლდება.

სასამართლო ახლა გადააგზავნის თავის გადაწყვეტილებას და ნახევარი საათიანი ბიუროკრატიულ პროცესია. ამ პროცესის შემდეგ ნიკა მელია დაუყონებლიც გათავისუფლდება - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა. 

ნიკა მელიასთვის  აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, უფრო მსუბუქი ფორმით, გირაოთი , შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახვაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მსგავსი სიახლეები