ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი გამარჯვება, ნიკა მელია თავისუფალია - გიორგი ვაშაძე

10.05.21 16:59
ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი გამარჯვება, ნიკა მელია თავისუფალია - გიორგი ვაშაძე

,,სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ,,ენმ"-ს ლიდერის გათავისუფლების საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელისმომწერი პარტიების, დასავლელი პარტნიორებისა და ყველა იმ ხალხის გამარჯვებაა, ვინც მელიას ბრძოლაში გვერდით ედგა.

ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი გამარჯვება, ნიკა მელია თავისუფალია! - 
მადლობა ჩვენს დასავლელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის!
მადლობა ყველა ხელის მომწერ პარტიას და ლიდერს ამ პასუხისმგებლობისა და გამბედაობისთვის.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი სჯეროდა და გვერდში გვედგა ამ ბრძოლაში! 
ბრძოლა ცვლილებებისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ჯერ არ დასრულებულა და მჯერა, სულ მალე ყველა ერთად გავიმარჯვებთ - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები