მივესალმებით კანონის უკან გაწვევის გადაწყვეტილებას - ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში

09.03.23 10:52
მივესალმებით კანონის უკან გაწვევის გადაწყვეტილებას - ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომელიც რუსული კანონის უკან გაწვევას ეხება,  მიესალმება. ამის შესახებ მათ დელეგაცია საგანგებო განცხადებაში წერს. 

ევროკავშირი პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ 12 პუნქტით გათვალისწინებული რეფორმების გატარებას. 

მივესალმებით მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, რომელიც უცხოელი გავლენების შესახებ კანონის გაწვევას უკავშირდება. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს კონსტრუქციული გზით განაახლონ რეფორმები, რომელიც 12 პუნქტი ითვალისწინებს და რომლის მიზანიც ევროკავშირთან დაახლოება და კანდიდატის სტატუსის მიღებაა, - ნათქვამია განცხადებაში.