მელიას გათავისუფლებით ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი იწყება - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი"- წერს სააკაშვილი.