77 დღიანი პატიმრობა დასრულებულია - ნიკა მელიამ ციხე დატოვა

10.05.21 17:41
77 დღიანი პატიმრობა დასრულებულია - ნიკა მელიამ ციხე დატოვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე თავისუფალია. ნიკა მელიამ საპატიმრო ამ წუთებში დატოვა.

მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.ჩახნაშვილმა ოპოზიციის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. 

მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს პროკურატურამ გუშინ მიმართა.

ევროკავშირის ფონდმა ნიკა მელიას  გირაო, 40 ათასი ლარი, 8 მარტს გადაიხადა. 

 

 

მსგავსი სიახლეები