შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - ნიკა მელიას კომენტარი

10.05.21 18:35
შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - ნიკა მელიას კომენტარი

ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ჟურნალისტის დასმულ კითხვას, შევა თუ არა ,,ენმ" პარლამენტში მისი გათავისუფლების შემდეგ. 

მელია აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა ამიტომ მათთან გასაუბრებას აპირებს. 

დანამდვილებით ვიცი, რომ პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო, პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება. პარტიაში, მეგობრებთან, ჩემს ოჯახის წევრებთან, მათ პარტიის წევრებს არ ვეძახი, ვაპირებ ამ საკითხების მართლა ძალიან დეტალურად გავლას. ამის გარდა, მე ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო, ამის შემდეგ მხოლოდ, გადაწყვეტილება ბლოკ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად - თქვა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები