პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო - მელიას პირველი რეაქცია

10.05.21 18:20
პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო - მელიას პირველი რეაქცია

პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა მელიას პირველი კომენტარი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბარი ციხიდან სხვა კარით გამოყვანით დაიწყო. 

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა, დასანანაია.  იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყენაში მოსახლეობაში აწუხებს, ეს რა მოსატანია, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. არ მიიღოს ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ"- თქვა მელიამ. 

ოპოზიციის ლიდერმა ყველა პატიმარს გათავისუფლება უსურვა: 

მინდა გათავისუფლება ვუსურვო ყველა პოლიტპატიმარს და ყველა პატიმარს. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა, ყველას ვუსურვებ გათავისუფლებას და საკუთარ ოჯახთან ყოფნას",- თქვა ნიკა მელიამ.

 

 

მსგავსი სიახლეები