ამას აქვს თავისი მიზეზები, რატომაც ვუსვამ ხაზს - მელიას მადლობა საერთაშორისო პარტნიორებს და ელჩებს

10.05.21 18:57
ამას აქვს თავისი მიზეზები, რატომაც ვუსვამ ხაზს -  მელიას მადლობა საერთაშორისო პარტნიორებს და ელჩებს

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი მადლობით დაიწყო - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს და ელჩებს მადლობა გადაუხადა.

ხაზგასასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის, კარლ ჰარცელის, ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მას, როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს. ამას აქვს თავისი მიზეზები, რატომაც ვუსვამ ხაზს მის პროფესიონალიზმსაც. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც მას შეაქვს ამ მნიშვნელოვან პროცესში. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. თუმცა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება. მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ. რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია, ეს შედეგი დამდგარიყო, როგორც დადგა, ვგულისხმობ საერთაშორისო გამოხმაურებებს“, - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები