ივანიშვილთან ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ თავს ცენზურა დავუწესე - ნიკა მელია

10.05.21 19:52
ივანიშვილთან ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ თავს ცენზურა დავუწესე - ნიკა მელია

ციხიდან გამოსული ნიკა მელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან სათქმელი ბევრი აქვს, მაგრამ ციხეში ყოფნისას საკუთარ თავს ცენზურა დაუწესა. ,,ენმ"-ს ლიდერი ამბობს, რომ სანამ ,,ოცნება" და ივანიშვილი ქვეყნის სათავეშია, საქართველოში პოლიტპატიმრები კვლავ გვეყოლება.

ივანიშვილთან ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ საკუთარ თავს ცენზურა დავუწესე, სანამ ივანიშვილია რეჟიმის სათავეში, ბევრი პოლიტიკური პატიმარი იქნება კიდევ"- აცხადებს ნიკა მელია. 

მისივე თქმით,  როცა ასეთი ხალხი სათავეში გყავს, შეუძლებელია, ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი.

რაც შეეხება ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ "ერთი კანდიდატზე ერთობა რომ ყოფილიყო, 2018 წელს სხვა პრეზიდენტი გვეყოლებოდა". 

 

 

მსგავსი სიახლეები