20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, დაიწვება - ნიკა მელია

10.05.21 21:09
20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, დაიწვება - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეშმაკობა ოპოზიციასთან შეთანხმების დოკუმენტშიც გამოიჩინა.

,,ქართულმა ოცნებამ" ხელმომწერ პარტიებს ერთი უთხრა და მეორე დაახვედრა. ამ ხელისუფლების ხასიათი და ბუნება აქაც გამოჩნდა. რაც შეეხება ჩემს აზრს, კანონპროექტში ასეთი დათქმა აქვთ, რომ წინააღმდეგი არ უნდა ვიყო ამ სახის ამნისტიის, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შემეხება. აქვე ვეუბნები ოლიგარქის სამსახურში მყოფებს - ამაზე არავინ იფიქროს!"- განაცხადა ნიკა მელიამ. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას შეუძლია, ეს დოკუმენტი აკურატულად დაახვიოს და თაროზე შემოდოს". 

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროცესი მეტასტაზირების შევაჩეროთ. რადგან 20 ივნისი არ არის ჩვეულებრივი კალენდარული დღე. 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, დაიწვება - ამბობს ნიკა მელია.