ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა - გიგი უგულავა სასამართლოში დაიბარეს
გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პოროცესი ჩაინიშნა - საქმე ეხება 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტს.
რა დილა თენდება
13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს, ბადრი საბა გავაშელიშვილი, ვცემე, აი ეგ საქმე.
მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე"- წერს უგულავა.
ინცინდენტი 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, როცა უგულავასა და მის თანაგუნდელს, გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი სპორტსმენი - საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ნაცვლად ბრალის გავაშელიშვილისთვის წაყენებისა, უწყებამ ბრალი უგულავას წარუდგინა. საქმეში დევს ძიუდოისტ გავაშელიშვილის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მას უგულავამ სცემა.