უნდა შევიდეს თუ არა ,,ენმ" პარლამენტში - ნიკა მელია პარტიაში კონსულტაციებს იწყებს

11.05.21 11:16
უნდა შევიდეს თუ არა ,,ენმ" პარლამენტში - ნიკა მელია პარტიაში კონსულტაციებს იწყებს

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას,  დღეს 12:00 საათისთვის ელოდებიან. როგორც "პირველებს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზალიკო უდუმაშვილმა, განუცხადა, დღეს პოლიტიკური საბჭო არ იქნება, თუმცა ყველაზე დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ: 

ყველაზე მთავარი კითხვა არის ის, შევლენ თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში: 

თავად პარტიაშიც არ არის ჩამოყალიბებული აზრი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ორივე მხარეს არის არგუმენტები. მოვისმენთ ყველა არგუმენტს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვიწყებთ შეხვედრებს ოპოზიციონერ კოლეგებთან. ნაწილის ვიცით, როგორ უყურებენ თვითმმართველობის არჩევნებს, ნაწილის გასარკვევია, სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, ვინ იქნება მერობის კანდიდატი და ვინ იქნებიან ის მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებმაც არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

რაც შეეხება სალომე სამადაშვილის მიერ პარტიის დატოვების საკითხს, უდუმაშვილის თქმით, ეს საკითხი სასწრაფო განხილვას არ საჭიროებს.