,,ენმ"-სა და ჩემი გზები გაიყო - სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი გზები გაიყო.
სამადაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრას გეგმავს:
ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება, ნიკას არ შევხვდე. შეიძლება ითქვას, რომ მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. პარტია, რომელიც შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარს ამბობს, პოლიტიკურად ყველაზე დიდ შეცდომას უშვებს. ეს არის წყალგამყოფი. ,,ნაციონალური მოძრაობა" დღესაც არ არის ჩამოყალიბებული, აპირებს თუ არა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, ან აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას, ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენი გზები გაიყო"- აცხადებს სამადაშვილი.