კობახიძის განცხადებები უკრაინაზე ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა - ივანიშვილის ადვოკატი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ირაკლი კობახიძეს ღად აკრიტიკებს. ვიქტორ ყიფიანი პირდაპირ ამბოსბ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური განცხადებები ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ იცოდა რუსული კანონის მიღებით რა შედეგიც დადგებოდა, მაგრამ რისკები ვერ გათვალა, საზოგადოებამ კი ხელისუფლებაზე კონტროლი მოადუნა.
ვისურვებდი მმართველი პარტიის ლიდერისგან მომესმინა უფრო თავშეკავებული კომენტარები, ვიქნებოდი ძალიან ღია თქვენთან, ჩემი მისდამი პატივისცემის მიყუხედავად, უკრაინასთან მიმართებაში მისი რიტორიკა, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვისმემდი, მე არ მომეწონა. ეს განცხადება უკრაინასთან არც ისე კარგი ურთიერთობის ფონზე ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა, ეს იყო არაკორექტული. მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს თავშეკავებული მის განცხადებებში, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ასეთ არაორდინალურ პარალელებს, - თქვა ყიფიანმა სომხურ მედიასთან.