ნიდერლანდების ელჩს ვთხოვე მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში - გახარია
გიორგი გახარია საქართველოში ნიდერლანდების ელჩს შეხვდა. როგორც ყოფილი პრემიერი "ტვიტერზე" წერს, მან დიპლომატს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერა სთხოვა.
დღეს შევხვდი საქართველოში ნიდერლანდების ელჩს და ვთხოვე ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, ევროინტეგრაციაზე ხელისუფლების პოზიციის მიუხედავად. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე"- წერს გახარია.