ივანიშვილი არ სარგებლობს ვიქტორ ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით - ოხანაშვილი

13.03.23 17:27
 ივანიშვილი არ სარგებლობს ვიქტორ ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით - ოხანაშვილი

ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია წინა კვირას გავრცელდა.

ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილი ვიქტორ ყიფიანთან და ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, აქამდე შესაბამის ტელევიზიებს სათანადოდ არ გაუაქტიურებიათ. კიდევ ერთხელ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით"- თქვა მან. 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი "ქართული ოცნების" შეფებს დაუპირსპირდა. სკანდალური ინტერვიუ  ვიქტორ ყიფიანმა სომხურ მედიას მისცა. 

ოლიგარქის სანდო კაცმა ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური განცხადებები ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს. მისი თქმით, ხელისუფლებამ იცოდა რუსული კანონის მიღებით რა შედეგიც დადგებოდა,  მაგრამ რისკები ვერ გათვალა,  საზოგადოებამ კი  ხელისუფლებაზე კონტროლი მოადუნა.