ბიურო ყველა იმ დეპუტატმა გააცდინა, ვინც "პირველების" ინფორმაციით, "ოცნებას" ტოვებს

13.03.23 17:19
ბიურო ყველა იმ  დეპუტატმა გააცდინა, ვინც "პირველების" ინფორმაციით, "ოცნებას" ტოვებს

ტოვებს თუ არა დეპუტატების ოთხეული უმრავლესობას? -  ამ კითხვაზე პასუხი არც შალვა პაპუაშვილს აქვს და არც ირაკლი კობახიძეს.

დღეს ბიუროს სხდომაზე ირაკლი კოვზანაძის ნაცვლად მისი მოადგილე მივიდა. პარლამენტში ასევე არ გამოჩენილან და ბიურო გააცდინეს დავით სერგეენკომ, დავით სონღულაშვილმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და გიორგი ხელაშვილმა.

ვინც დღეს მედიასთან გამოჩნდა, ერთი მესიჯი აქვს - "უმრავლესობის დაშლას საფრთხე არ ემუქრება".