"გვჭირდება ვადამდელი არჩევნები" - პრემიერის მუქარის შემდეგ სტუდენტებს ახალი მოთხოვნა აქვთ

13.03.23 20:03
"გვჭირდება ვადამდელი არჩევნები" - პრემიერის მუქარის შემდეგ სტუდენტებს ახალი მოთხოვნა აქვთ

"ვადამდელი არჩევნები" - სტუდენტების დღის წესრიგში ახალი მოთხოვნა დგას. ხელისუფლების ცვლილების შესახებ მოწოდება ახალგაზრდებში მას შემდეგ გაჩნდა,  რაც ქვეყნის პრემიერი თავისუფლებისთვის მებრძოლ სტუდენტებს რეპრესიებით დაემუქრა.  

მუქარაზე  პასუხმაც  არ დააყოვნა. "ეს მთავრობა არ გვჭირდება - გვჭირდება ვადამდელი არჩევნები",- ამბობენ სტუდენტები და უკომპრომისო ბრძოლას აანონსებენ.  ეს ის ახალგაზრდები არიან, ვინც ქვეყნის პრემიერმა  ანარქისტებად, ექსტრემისტებად და  სატანისტებად შერაცხა. 

ღარიბაშვილის გამოსვლას რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელში აფეთქება მოჰყვა. პრემიერს ის ახალგაზრდები პასუხობენ, რომლებიც გაზით და წყლის ჭავლით ვერ გააჩერეს. 

"ჩვენ გვყავს ქრინჯი პრემიერი", - აცხადებენ სტუდენტები.

ახალგაზრდებს  თავისი გეგმა აქვთ: "ბრძოლა მანამდე არ შეწყდება, ვიდრე საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს", - აცხადებენ ახალგაზრდები. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.