"ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს" - "ოცნება" თანაგუნდელების პროტესტს არ იმჩნევს
"ქართული ოცნების" უმრავლესობა დაშლის ზღვარზე - "პირველების" ინფორმაციით , მმართველი პარტიის დატოვებას რამდენიმე დეპუტატი გეგმავს. ნაწილი წინა დღეების მძიმე მოვლენების შემდეგ გაუჩინარებულია. ვინც ტელეფონის ზარებს პასუხობს, მათი ნათქვამი ტოვებს განცდას, რომ წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვთ.
ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს - ეს იყო გზავნილი დღეს "ქართული ოცნებიდან". ლიდერები ცდილობენ, პარტიაში დიდი არეულობა არ შეიმჩნიონ და დეპუტატების პროტესტი ჩვეულებრივ ამბად მიიღონ.
"ოცნება" წასვლის მსურველებისგან სადეპუტატო მანდატების დატოვებასაც ითხოვს, რომ ისინი პარლამენტში ახალი კადრებით ჩაანაცვლონ და უმრავლესობა შეინარჩუნონ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.