შეცვლის თუ არა ყიფიანი ღარიბაშვილს - რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს ოლიგარქი?

13.03.23 20:14
შეცვლის თუ არა ყიფიანი ღარიბაშვილს - რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს ოლიგარქი?

ოლიგარქის ახალი პოლიტიკური  თამაში - გეგმავს თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილის ჩანაცვლებას? "ქართული ოცნების"  მმართველებზე იერიშისთვის ოლიგარქმა ასპარეზზე ყველაზე სანდო ადამიანი გამოიყვანა. ადვოკატმა ვიქტორ  ყიფიანმა მმართველი გუნდის ლიდერებს  ცეცხლი   გაუხსნა. განსაკუთრებული სამიზნე ირაკლი კობახიძე იყო, რომელიც   რუსული კანონის გამო   ოლიგარქის ინტერესების დამცველმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. 

ფაქტია, რომ "ოცნების" ბოსების მუშაობით უკმაყოფილო  ოლიგარქს მათთვის რაღაც აქვს სათქმელი. არ არის გამორიცხული ამ  პოლიტიკური სვლით ივანიშვილი დიდი საკადრო ცვილებებისთვისაც ამზადებს ნიადაგს. უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ ღარიბაშვილს ყიფიანი შეცვლის, რომელიც  წინასწარ ცდილობს პარტნიორების დარწმუნებას, რომ "ოცნების" ლიდერებისგან  განსხვავებით პრორუსი არ არის.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.