მოსკოვი ღარიბაშვილს აქებს - უკრაინა საქართველოს ხელისუფლების მხილებას აანონსებს

13.03.23 20:25
მოსკოვი ღარიბაშვილს აქებს - უკრაინა საქართველოს ხელისუფლების მხილებას აანონსებს

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსკოვიდან  მორიგი ქება დაიმსახურა. საქართველოს პრემიერის   სკანდალური განცხადებები  მხოლოდ რუსეთში მოეწონათ. პროპაგანდისტული მედია დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ციტატებით გადაჭრელდა. კრემლი განსაკუთრებით კმაყოფილია ღარიბაშვილის ანტიუკრაინული განცხადებებით  და აღფრთოვანებასაც არ მალავს.

ოფიციალური კიევი კი დიდ მხილებას აანონსებს. უკრაინა ბრალდებების მოთმენას, როგორც ჩანს, აღარ აპირებს, ამიტომ კიევიდან ღარიბაშვილს პირდაპირ უთხრეს, რომ მალე გამოქვეყნდება მისი უახლოესი გარემოცვის საბანკო ანგარიშები და ტრანზაქციები, რითაც  გაირკვევა ,ვინ არის რუსეთის მოკავშირე.  "საქართველოს ხელისუფლება მტერს არასწორ ადგილზე ეძებს - ასე უპასუხა ღარიბაშვილს  უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილი რეპორტაჟში.