აქციებზე ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა - ომბუდსმენის ხმაურიანი დასკვნა

13.03.23 20:26
აქციებზე ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა - ომბუდსმენის ხმაურიანი დასკვნა

მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი -ახალი სახალხო დამცველის პირველი ხმაურიანი  დასკვნა და "ქართული ოცნების"  ხელისუფლების პირველი მხილება.  

ლევან იოსელიანი სამართალდამცველებს არასაჭირო ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს. ომბუდსმენი ამბობს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენება დადგენილ სტანდარტებს არღვევს.     

მესამე სექტორი სახალხო დამცველის შეფასებას იზიარებს, თუმცა ახლა მათი მოთხოვნაა, რომ შეწყდეს იმ ადამიანების სამართლებრივი დევნა, ვინც 7-8 მარტის მოვლენების დროს დააკავეს. დაკავებულები  პატიმრობიდან  გაათავისუფლეს, თუმცა მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება არ შეწყვეტილა.

ხშირ შემთხვევში ,ახალგაზრდებს 3000 ლარამდე ჯარიმები ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე დააკისრეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.