"სამარცხვინო რუსო!" - სტუდენტებმა აუდიტორიიდან რუსული კანონის დამცველი ლექტორი გააძევეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიიდან რუსული კანონის დამცველი ლექტორი სტუდენტებმა გამოაძევეს. ელიზბარ ელიზბარაშვილი ის პედაგოგია, რომელიც ახალგაზრდებს ევროპული კურსის დაცვის გამო დასცინოდა. აკრიტიკებდა რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესსაც.
სტუდენტებმა პროფესორსს პირველ კორპუსში სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს. ახლაგაზრდები სკანდირებდნენ სიტყვებს - "სამარცხვინო რუსო". ელიზბარაშვილი კი ამბოხებულ სტუდენტებს პოლიციიით ემუქრებოდა.