"ხალხის ძალა" პრეზიდენტს იმპიჩმენტით და სასამართლოში ჩივილით ემუქრება

13.03.23 20:32
"ხალხის ძალა" პრეზიდენტს იმპიჩმენტით და სასამართლოში ჩივილით ემუქრება

"ხალხის ძალა" პრეზიდენტს ემუქრება. არჩევიდან სამი წლის თავზე  ივანიშვილის რადიკალური დაჯგუფება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ითხოვს. განდგომილები ფიქრობენ, რომ სწორედ ზურაბიშვილის პოზიციამ შეუწყო ხელი ახალგაზრდების მასობრივ პროტესტს. 

სუბარი - ყაველაშვილის დანაყოფი პრეზიდენტს არა მხოლოდ გადაყენებით, არამედ სასამართლოში ჩივილითაც ემუქრება. განდგომილები ზურაბიშვილისგან  კონრეტული მტკიცებულებების წარდგენას ითხოვენ, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონი რუსულია.

სალომე ზურაბუშვილს თავს ესხმიან მოსკოვიდანაც. გრიგორი კარასინი ირწმუნება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ინსტრუქტაჟი ვაშინგტონში მიიღო. 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.