სამი პარტიის ლიდერები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ

14.03.23 09:30
სამი პარტიის ლიდერები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ

"დროას"; "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ბრიუსელსა და სტრასბურგში გაემგზავრნენ.  შეხვედრა გაიმართება ევროკომისიაშიც.ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდებიან ცალკეულ ევროპარლამენტარებსაც. 

საუბრის ძირითადი თემა კანდიდატის სტატუსის მიღება იქნება, რომელიც წლის ბოლოს უნდა გადაწყდეს.

"დიდი ნაწილი შეხვედრების არის სტრასბურგში, სადაც არის სესია ევროპარლამენტის, შეხვედრა გვექნება ევროპარლამენტარებთან, მათ შორის კუბილიუსთან. მეორე ნაწილის შეხვედრა იქნება ბრიუსელში, სადაც შეხვედრა გვექნება ევროკომისიაში, უშუალოდ იმ ხალხთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოს საკითხებზე. ძირითადი განხილვის საკითხი იქნება სტატუსი, რომელიც უნდა გადაწყდეს წლის ბოლოს", - განაცხადა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.