პრემიერის მუქარის შემდეგ სტუდენტებზე რეპრესიები დაიწყო -"გვაშავებენ და პირად ინფორმაციას ასაჯაროებენ"
პრემიერის მუქარის შემდეგ სტუდენტებზე რეპრესიები დაწყებულია. რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ახლაგზრდების სადამსჯელო ოპერაცია საკუთარ თავზე განათლების სამინიტრომ აიღო.
პრემიერის დაანონსებული დაკავებების და გაშავების კამპანიის შემდეგ სტუდენტები ახსნა- განმარტებებისთვის განათლების სამინიტროში დაიბარეს. უკვე ცნობილია, რომ საპროტესტო აქციების გარდა მათთან კითხვები უნივრესიტეტიდან პრორუსი ლექტორის გაძევების მცდელობასთან დაკავშირებითაც ექნებათ.
"პირველები" სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ლუკა შველიძეს ესაუბრა, რომელიც ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც გუშნ თსუ-დან ელიზბარ ელიზაბარაშვილი შესაძეხილებით გააცილა. სწორედ შველიძემ გააკეთა სოციალურ ქსელში ჯგუფი, სადაც სტუდენტები ერთმანეთს კონკრეტულ საკითხებზე პოზიციებს უზიარებდნენ.
აღნიშნულ ჯგუში შეღწევის მცდელობა განათლების მინისტრის მოადგილეს ნანუკა მიცკევიჩს ჰქონდა. მიცკევიჩი თავდაპირველას სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორად გაეცნო, თუმცა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა მისი იდენტიფიციება მოაერხეს, ის ჯგუფში არ შეუშვეს. ამის შემდეგ მიცკევიჩმა შველიძე სამინისტროში დაიბარა.
შველიძე პირდაპირ ამბობს, რომ სოციალურ ქსელში მის წინააღდეგ გაშავების კამპანია დაიწყო და მისი პირადი მონაცემები გასაჯაროვდა. გასაჯაროვებულია ისიც, რომ შველიძის მამა უკრაინაში იბრძვის.
ერთ-ერთ ჯგუფში, ჩემს ჯგუფში, გამოვიდა კონტაქტზე ქალბატონი ნანუკა მიცკევიჩი, განათლების მინისტრის მოადგილე, რომელიც გამეცნო როგორც თსუ-ს ლექტორი. შემდგომ უკვე, როდესაც მოვაყწვეთ აქცია, როდესაც ბატონი ელიზბარი ტაშით და "რუსოს" ძახილით გავაცილეთ, ამის შემდგომ წამოვიდა უკვე პირდაპირი შეტევა სტუდენტებზე ბოტების მხრიდან. ბატონმა ელიზბარმა გაასაჯაროვა ჩვენი სახელები და გვარები, "ალტ-ინფოს" ეთერში გვლანძღა, მე პირადად, "გაუპარსავი ახალგარდზა" მეძახა. ამის შემდეგ, როდესაც მოხდა დაკავშირები, "აი, თქვენ-მეთქი, როგორც მინისტრის მოადგილე, რას ფიქრობთ-მეთქი?" არაფერი უთქვამს, უბრალოდ, მითხრა, რომ დაბარებული ვარ დღეს 14:00 საათზე სამინისტროში. სამინისტროშ რა მოხდება არ ვიცი. ამ მთავრობას თუ გავითვალისწინებთ, როგორც ხდება ხოლმე, დაშიანების პრინციპით მოქმედებენ ანუ არ მინდა და მინდა, რომ მჯეროდეს, რომ არ იქნება ასეთი სიტუაცია. როგორც ახსენა ბატონმა პრემიერმა, იცოდა ყველა, ვინც ვიყავით აქციაზე, ვინც ვიყავით ორგანიზატორები. წავიდა გაშავება. ჩემი მთლიანი ფეისბუქი, მთლიანია მასალა ამოღებულია, გადაზიარებულია სხვადასხვა გვერდებზე. ჩემი ოჯახის ინფორმაცია, დედაჩემის, მამაჩემის რაღაცეებს გვიგონებენ, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაცია აქვთ, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი არ არის, - ამბობს შველიძე.