საქართველომ 12 პრიორიტეტიდან ორის დარღვევა მოახერხა - პიტერ სტანო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს შეფასებით, „ე.წ.აგენტების კანონით საქართველომ 12 პრიორიტეტიდან ორი დაარღვია“
უპირველეს ყოვლისა, როდესაც ჩვენ გამოვეხმაურეთ საქართველოში "უცხოელი აგენტების შესახებ კანონს", ეს იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც გამოიჩინა ინტერესი და ფაქტობრივად, განცხადებით მიმართა ევროკავშირს გაწევრიანებაზე. თავის მხრივ, ევროკავშირმა უპასუხა, აღიარა განაცხადა და განსაზღვრა 12 პრიორიტეტი. ამ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა 12 პრიორიტეტიდან ორის დარღვევა. ასე რომ, ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაქცია.