ევროპა იყო სპეცრაზმის მხარეს - ირაკლი კობახიძე

14.03.23 11:21
ევროპა იყო სპეცრაზმის მხარეს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ გასულ კვირას, "სპეცრაზმისა და მომიტინგეების დაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს". 

მან პოლიციას და შს მინისტრს მადლობა კიდევ ეთხელ გადაუხადა: 

სადაც არის ნაცმოძრაობა, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. გასულ კვირაში სპეცრაზმისა და მომიტინგეების დაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. 

კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცველებს - პირადად შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს. 

ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევე რთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა.