ხელისუფლებამ ახალგაზრდებს ყური უნდა დაუგდოს - გიორგი მშვენიერაძე
გიორგი მშვენიერაძე სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს და მათ განათლებულ, თავისუფალ თაობად მოიხსენიებს. ამასთან, იურისტი ხელისუფლებას ურჩევს, ახალგაზრდების ლანძღვის ნაცვლად, პატივი სცეს მათ ევროკავშირისკენ სწრაფვას.
რაც ბოლო ერთმა თვემ თვალნათლივ გვაჩვენა, ჩვენი ახალგაზრდები არიან განათლებულები, თავისუფლები, დამოუკიდებლები და ძლიერები. პოლიტიკოსებმა ხელისუფლებიდან ნაცვლად მათი ლანძღვისა, უნდა დაინახონ, ყური დაუგდონ და პატივი სცენ მათ სწრაფვას ევროკავშირისკენ. - წერს მშვენიერაძე.